რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენის თქმით, აშშ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად ახალ ზომებს მიიღებს

8 ივლისს რუსეთის საჰაერო ძალების მიერ უკრაინაში მიტანილი იერიშების შემდეგ, რომლის ფარგლებშიც კიევის ბავშვთა საავადმყოფო და სამშობიაროც დაიბომბა, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის სარაკეტო იერიშები "რუსეთის საშინელ სისასტიკეს შეგვახსენებს".

რუსეთის თავდასხმების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა და 154 დაშავდა, მათ შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვებიც.

ბაიდენის თქმით, "გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რომ მსოფლიომ ამ მნიშვნელოვან მომენტში უკრაინის გვერდით დგომა გააგრძელოს და უყურადღებოდ არ დატოვოს რუსული აგრესია".

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ბაიდენმა ასევე დაამატა, რომ აშშ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად ახალ ზომებს მიიღებს, რათა უკრაინამ საკუთარი ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა შეძლოს.

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ნათქვამი აქვს, რომ უკრაინას რუსული იერიშების მოსაგერიებლად, სულ მცირე, დამატებით შვიდი Patriot-ის სისტემის ბატარეა სჭირდება.

კომენტარები