უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ანექსირებულ ყირიმში С-400 ტიპის ერთი და С-300 ტიპის ორი "მიწა-ჰაერის" კლასის სარაკეტო სისტემა დაბომბეს.
"ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში წარმატებით მიიტანეს ოკუპანტთა С-400 ტიპის ერთ საზენიტო რაკეტაზე ჯანკოის რაიონში და ასევე მტრის С-300 ტიპის ორ საზენიტო რაკეტაზე ჩერნომორსკოესა და ევპატორიასთან". - წერია გენშტაბის განცხადებაში.
გენშტაბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსულმა მხარემ ვერცერთი გაშვებული რაკეტა ვერ ჩამოაგდო.
როგორც განცხადებაში წერია, დარტყმების შემდეგ ჯანკოის, ჩერნომორსკოესა და ევპატორიის ტერიტორიებზე С-300/С-400 სისტემების რადართა მუშაობა შეწყდა.





