აშშ-ის სანქციები ქართული ოცნების წინააღმდეგ

ბერაია აშშ-ის სანქციებზე: ჩვენი დაუძინებელი მეგობრები უცნაურად იქცევიან ამ ბოლო პერიოდში

ეს ჩვენი დაუძინებელი მეგობრები რაღაც უცნაურად იქცევიან ამ ბოლო პერიოდში - ახსნა ამისი ძალიან რთულია.

არანაირი სანქციის ჩვენ არ გვეშინია და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ვურჩევდი, 30 წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის განმავლობაში, ერთხელ მაინც შეესწავლათ ქართული ისტორია და ეთხელ მაინც ენახათ, თუ როგორი პატრიოტიზმით მოიტანა ქართველმა ერმა დღევანდელ დღემდე ქართული სახელმწიფო.

[…] 30 წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის შედეგი იყო ის, რომ დღეს ქართველი მოქალაქეები მექსიკის გავლით არალეგალურად შედიან ქვეყანაში.

[…] ნუ, არ არის ეს ჩემი გეგმის ნაწილი, რომ ამერიკაში მივდიოდე, თუმცა შეიძლება იმ ინტერესის გამო, რომ ვარ თუ არა დასანქცირებული [...] ამხელა გზა უნდა გავიარო ჰო? აქედან უნდა ვიფრინო საათობით, დღე-ღამე უნვა ვიმოგზაურო, დამიწესდა თუ არა ამერიკის სანქცია.

თქვა ხალხის ძალის წევრმა დეპუტატმა, ირაკლი-დაჩი ბერაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები