ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კალიფორნიაში მდებარე აშშ-ს კოსმოსური ძალების ბაზიდან საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა Minuteman III გაუშვა, რომელიც ქობინით არ იყო შეიარაღებული. ეს მიმდინარე კვირაში დაგეგმილი ორი სარაკეტო გაშვებიდან რიგით პირველი გამოცდა იყო.
მოგვიანებით, აშშ-ს საჰაერო ძალების გლობალური დარტყმების სარდლობამ ბალისტიკური რაკეტის გაშვებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც გამოცდის ვიდეოც ახლდა თან:
აღნიშნული სატესტო გაშვება რუტინული და პერიოდული აქტივობაა, რომლის მიზანიც აშშ-ს მხრიდან ატომური შეიარაღების შემაკავებელი შესაძლებლობების დემონსტრაციაა, რათა აჩვენოს, რომ აშშ-ს შეიარაღება უსაფრთხო, დაცული, სანდო და ეფექტურია.