Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთის წარმომადგენლები უკრაინის ომის შესახებ შვეიცარიაში დაგეგმილ მშვიდობის კონფერენციას არ დაესწრებიან. ინფორმაცია ამის შესახებ 31 მაისს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა.
როგორც ცნობილია, ჩინეთის წარმომადგენლები ითხოვდნენ კონფერენციაზე უკრაინა და რუსეთი თანაბრად ყოფილიყვნენ წარმოდგენილები. რუსეთის წარმომადგენლები კონფერენციის ორგანიზატორებს არ მიუწვევიათ. შვეიცარიაში აღნიშნული მშვიდობის კონფერენცია 15-16 ივნისსაა დაგეგმილი.
"ჩინეთი ყოველთვის ითხოვდა რუსეთის და უკრაინის თანაბარ მონაწილეობას მშვიდობის კონფერენციაზე, სადაც ყველა სამშვიდობო შეთავაზება თანასწორად და სამართლიანად იქნება განხილული" - თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაო ნინგმა.





