გერმანიის პრემიერის სპიკერის, შტეფენ ჰებეშტრაიტის განცხადების თანახმად, უკრაინას შეუძლია, გერმანიის მიერ მიწოდებული იარაღები ხარკოვის მახლობლად რუსეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართლის შესაბამისად გამოიყენოს, რათა რუსეთის შიგნიდან დაწყებული თავდასხმები მოიგერიოს.
სპიკერის თქმით, გერმანიამ თავის მოკავშირეებთან ერთად რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონზე მიტანილი იერიშები განიხილა, რომლებიც უშუალოდ რეგიონის მოსაზღვრე რუსეთის ტერიტორიიდან არის მიმართული.
"ერთობლივად დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინას საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლება აქვს, ამ თავდასხმებისგან თავი დაიცვას. ამისთვის, მას საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებათა შესაბამისად შეუძლია, ამ მიზნით იარაღი გამოიყენოს, მათ შორის ჩვენგან მიწოდებულიც". - თქვა ჰებეშტრაიტმა განცხადებაში.
ბოლო დღეების განმავლობაში NATO-ს წევრი ქვეყნები რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მიერ მათ მიერ მიწოდებული იარაღების გამოყენების საკითხს განიხილავენ.
წინა დღეს, 30 მაისს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას ხარკოვის მახლობლად, რუსეთის ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ მიცემული იარაღის გამოყენების უფლება მისცა.
დღეს, 31 მაისს, NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმური სამიზნეებზე იერიშის მისატანად მათ მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებას.მხარი დაუჭირა ასევე ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.




