რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთი: უკრაინამ კრასნოდარში ნავთობბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა

ხანძარი ნავთობბაზაზე კრასნოდარის ოლქში
Astra

გამოცემა Astra-ს ცნობით, 31 მაისს უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა კრასნოდარის ოლქში მდებარე ნავთობბაზაზე.

კრასნოდარის ოლქის გუბერნატორის მტკიცებით, ტემრიუკსკის რაიონში მდებარე ნავთობის ბაზასთან მახლობლად საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონების მასიური შეტევაა მოიგერიეს. 

დრონების შეტევის შედეგად დაზიანდა ნავთობბაზის ინფრასტრუქტურა, ცეცხლი გაუჩნდა ნავთობის სამ ცისტერნას.

"ადგილზე გაჩნდა მაღალი სირთულის კატეგორიის ხანძარი. სამწუხაროდ დაშავებულია რამდენიმე ბაზის თანამშრომელი, მათ გაუწიეს სამედიცინო დახმარება. დანარჩენი თანამშრომლები ევაკუირებულნი არიან". – წერს გუბერნატორი.

როგორც უკრაინული მედია Unian წერს, შეტევის დროს გამოყენებული იქნა უპილოტო საფრენი აპარატები და რამდენიმე ნეპტუნის ტიპის რაკეტა.

კომენტარები