ჩინეთი-არაბული ქვეყნები

სი ძინფინგი: ჩინეთს არაბულ ქვეყნებთან კავშირი სურს, რაც მსოფლიო მშვიდობის მოდელი იქნება

ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინფინგის თქმით, ჩინეთს არაბულ ქვეყნებთან კავშირი სურს, რაც მსოფლიო მშვიდობის მოდელი იქნება.

ძინფინგის თქმით, ჩინეთი მზად არის, იმუშაოს არაბულ ქვეყნებთან, რათა გადაჭრას მწვავე საკითხები "სამართლიანობის, გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად".

სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ ჩინეთი 2026 წელს ჩინეთისა და არაბული სახელმწიფოების მეორე სამიტს უმასპინძლებს.

გარდა ამისა, ჩინეთის პრეზიდენტმა ღაზის სექტორში მიმდინარე ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კრიზისის მხარეებს კრიზისის "ორი სახელმწიფოს პრინციპით" გადაწყვეტისკენ მოუწოდა, ასევე ძინფინგის თქმით, ღაზის სექტორში უნდა მოხდეს დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა და პალესტინა უნდა გახდეს გაეროს წევრი.

"ომი არ შეიძლება, განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდეს. არ შეიძლება, რომ სამართლიანობა მუდმივად არ დგებოდეს და "ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა" მტკიცედ უნდა აღსრულდეს". - თქვა ჩინეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, სი ძინფინგის თქმით, ჩინეთი გააგრძელებს ჰუმანიტარული კრიზისის გადაჭრის გზების მხარდაჭერას და ომის შემდეგ ღაზის სექტორის აღდგენისთვის 70 მილიონ ევროს გამოყოფს.

კომენტარები