ირაკლი შოთაძე

მეზვრიშვილი შოთაძეზე: ივანიშვილის უნდა, არჩევნების მერე პროკურატურისგან უსაფრთხოდ იყოს

გენერალური პროკურორი გადადგა. ივანიშვილის სრულიად მოსალოდნელი გადაწყვეტილება (დიდი ხანია, ვამბობდი). გენერალურ პროკურორს არჩევნების მერე ვადა მალევე გასდის. ივანიშვილი წაგებისთვის ემზადება და მისთვის მნიშვნელოვანია, არჩევნების შემდეგ პროკურატურისა და სასამართლოსგან უსაფრთხოდ იყოს. ამიტომ, არჩევნებამდე უნდა აირჩიოს ახალი, ლოიალური გენერალური პროკურორი 6 წლის ვადით.

წერს Facebook-ზე გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის წევრი, ნათია მეზვრიშვილი. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა. მან ამის მიზეზად ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობა დაასახელა.

კომენტარები