რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა უკრაინა დაბომბა, დაიღუპა მშვიდობიანი მოქალაქე

რუსული ზალპური ცეცხლსასროლი რეაქტიული სისტემა "სმერჩი"
Pravda.ua

რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქი უკრაინსკი დაბომბა. სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულია 1 ქალი, დაჭრილია 4 მშვიდობიანი მოსახლე.

ინფორმაციას დონეცკის ოლქის პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით 21 აპრილს, დილის 8:30-ზე ოკუპანტებმა დასახლებაზე ზალპური ცეცხლსასროლი რეაქტიული სისტემით, სმერჩით მიიტანეს იერიში.

გარდაცვლილი ქალი 82 წლის იყო. დაშავებულთა ასაკი 21-დან 53 წლამდე მერყეობს.

დაბომბვის შედეგად დაზიანდა 6 მრავალბინიანი კორპუსი.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები