კალაძე: ხომ გვინდა ევროპა? მაშინ რატომ არ გვინდა კანონი მეტ გამჭვირვალობაზე?

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არანაირი კავშირი რუსულ კანონთან გამჭვირვალობის კანონს არ აქვს. ეს არის ტყუილი, სპეკულაცია. საუბარია ორგანიზაციებზე, ტელევიზიებზე, რომ მათი უცხოეთიდან მიღებული გრანტები, დაფინანსებები წარადგინონ დეკლარაციაში და ყველასთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

ეს არის ევროპული კანონი, ისეთივე კანონია, როგორიცაა ამერიკაში, ბრიტანეთში, ავსტრალიაში, იგივე დააინიცირა ევროკაშირმა. ხომ გვინდა ევროპა, მხარს ვუჭერთ გამჭირვალობას, მაშინ რატომ არ გვინდა მივიღოთ კანონი, რომელიც მეტ გამჭვირვალობას მოიტანს?

დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, კიდევ უფრო გაიზარდა საფრთხეები ქვეყანაში შემოსულ გაუგებარ დაფინანსებებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენს ინსტიტუციებს, ამიტომ მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა. საზოგადოებას უნდა მიუწვდებოდეს ხელი, ვინ საიდან იღებს დაფინანსებას. ეს ვალდებულება არ ეხება სტუდენტებს, ფიზიკურ პირებს, სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაცემულ გრანტებს.

თბილისის მერი კახა კალაძე რუსულ კანონზე.

კომენტარები