საკეისრო კვეთა

ბათუმში საკეისრო კვეთის შემდეგ ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

კადრი ვიდეოდან Mtavari Arkhi

ბათუმში საკეისრო კვეთის შემდეგ ქალი დაიღუპა. ოჯახის ინფორმაციით, ქალმა საკეისრო კვეთა კლინიკა BMC-ში გაიკეთა, ხოლო მდგომარეობის დამძიმების შემდეგ პაციენტი კლინიკა ბაუში გადაამისამართეს. 

"ჯანმრთელი ქალი მივიყვანე და მკვდარი გამომატანეს. კლინიკა BMC-ში პასუხი ვერ მითხრეს, თუ რა გააკეთეს ისეთი, რომ ასეთ მდგომარეობამდე მივედით. გაუკეთდა ოპერაცია. უყურადღებობა, პირველ რიგში, შემდეგ დაიწყო სისხლდენა და ვერ შეუჩერეს. [...] პასუხები მჭირდება, თუ რა მოხდა" - ამბობს გარდაცვლილი ქალის მეუღლე მთავართან. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება დაიწყო სსკ-ს 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძმე დაზიანებას გულისხმობს. 

კომენტარები