ილია თოფურია

"მადლობის გარდა არანაირი სიტყვა არ მებადება ამ მომენტში" – ილია თოფურია საქართველოშია

კადრი ვიდეოდან/მთავარი არხი

UFC-ის ქვემსუბუქი წონის კატეგორიის ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოშია. მას თბილისის აეროპორტში გულშემატკივრები დაგხვდნენ.

"კარგად, მშვენივრად ვარ, ბაბუის გვერდით როგორ ვიქნები, ძალიან ბედნიერი, ძალიან მაგრად, ძალიან კარგად, ძალიან გახარებული ესეთი მიღებისთვის, შემოგევლეთ, შემოგევლეთ, უდიდესი მადლობა... ეს სიყვარული რასაც ვიღებ, ძალიან გახარებული ვარ, მადლობა ყველა ადამიანს, ვინც მოვიდა, მხარი რომ დამიჭიროს, უძლიერესი ენერგიაა აქ და რავიცი, მადლობის გარდა არანაირი სიტყვა არ მებადება ამ მომენტში, უდიდესი მადლობა ყველას, ყველანი მიყვარხართ... სამშობლოში დაბრუნება ყოველთვის განსაკუთრებულია" - თქვა თოფურიამ.

ილია თოფურია 21 მარტს, დინამო არენაზე ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე 15 წუთით ადრე საჩემპიონო ქამარს წარადგენს. 

"ღონისძიება 20:45 საათზე დაიწყება. ილია თოფურია საქართველოში ირაკლი კობახიძის მოწვევით ჩამოვა. ერთად შევხვდეთ ჩემპიონს". - წერია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

იქამდე, 15 თებერვალს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მიშა ფეიქრიშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ ილია თოფურია საქართველოში 18 მარტს, პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის მოწვევით ჩამოვიდოდა.

18 თებერვალს ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის კატეგორიის ჩემპიონი გახდა. მებრძოლმა ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.

კომენტარები