რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 27 დრონიდან ყველა ჩამოვაგდეთ, დაღუპულია 2 ადამიანი

Pravda.com.ua

15 მარტის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების მიერ გაშვებული 27-ვე დრონის ჩამოგდება შეძლეს. თავდასხმის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

დრონები კიროვგრადის, ნიკოლაევის, ხარკოვის, ხერსონის, ხმელნიცკის, ვინიცკისა და კიევის რეგიონებში გაანადგურეს.

გარდა ამისა რუსეთმა უკრაინის ტერიტორია 7 საზენიტო, მართვადი, C-300/C-400 ტიპის რაკეტებითა და ერთი X-59 საავიაციო რაკეტით დაბომბა.

ვინიცკის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ბორზოვი ადასტურებს. შეტევისას დაშავდა კიდევ 4 ადამიანი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კომენტარები