რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პაველი: არაფერი არ უშლის ხელს NATO-ს, ჩაერთოს უკრაინაში მიმდინარე სამუშაოებში

ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი
REUTERS/David W Cerny

ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა ჩეხეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში უკრაინაში NATO-ს სამხედროების გაგზავნის შესახებ კომენტარი გააკეთა. პაველის თქმით, სამართლებრივად შესაძლებელია, უკრაინაში NATO-ს ოპერაცია მიმდინარეობდეს, თუნდაც ომის პერიოდში. 

ჩეხეთის პრეზიდენტმა მაგალითად მოიყვანა 2014 წლის კონფლიქტი, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსირება და უკრაინის აღმოსავლეთით, დონბასის რეგიონში მარიონეტული რეჟიმებს დაუჭირა მხარი.

"უნდა გვახსოვდეს, რომ ყირიმის ანექსირებისა და დონბასის ნაწილის ოკუპირებულის დროს, რაც, პრინციპში, დღევანდელ სიტუაციასთან შედარებით უფრო მცირე მასშტაბის, თუმცა მაინც აგრესია იყო, NATO-ს მისია მიმდინარეობდა უკრაინის ტეროტორიაზე და მასში გარკვეული პერიოდის მანძილზე 15 ქვეყანაზე მეტი და 1 000-მდე სამხედრო იყო ჩართული. საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ჩარტერის მიხედვით, არაფერი არ უშლის ხელს NATO-ს წევრი სახელმწიფოების სამხედროებს, ასევე სამოქალაქო პირებს, რომ ჩაერთონ უკრაინაში მიმდინარე სამუშაოებში". – ამბობს ჩეხეთის პრეზიდენტი.

პაველის თქმით, შესაძლოა, ალიანსის წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ უკრაინელი სამხედროების გადამზადების მიზნით უკრაინაში გაგზავნონ NATO-ს სპეციალისტები.

"ამ საკითხზე დებატების გამართვის წინააღმდეგი არ ვარ. თუ ჩვენ შევთანხმდებით მოკავშირეებთან, რომ უკრაინელი სამხედროების NATO-ს ტერიტორიაზე გადამზადებისა და ათასობით სამხედროს, პირობითად, პოლონეთში ან ჩეხეთის რესპუბლიკაში გადაყვანის ნაცვლად, უფრო ლოგიკური იქნება, რამდენიმე ათეული ინსტრუქტორის გაგზავნა უკრაინის ტეროტირიაზე და უკრაინელი სამხედროების იქ გადამზადება". – თქვა პაველმა.

კომენტარები