რუსეთი

რუსეთში, ტუვის რესპუბლიკაში თბოელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა – არიან დაშავებულები

რუსეთში ტუვის რესპუბლიკის ქალაქ შაგონარში თბოელექტროსადგური აფეთქდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქი ცენტრალური გათბობის გარეშე დარჩა.

საგანგებო სამსახურის წარმომადგენელმა რუსულ მედიასთან განმარტა, რომ აფეთქების მიზეზი ქვანახშირის მტვერის დეტონაცია გახდა. აფეთქების შედეგად 50 კვადრატული მეტრის რადიუსზე გაჩნდა ხანძარი. 

ბოლო მონაცემებით, 18 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, მათ შორის, 6-ის მდგომარეობა კრიტიკულია. ერთ-ერთი დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

 

კომენტარები