რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კარლსონი დენაციფიკაციის ნარატივზე: ყველაზე სულელური რამაა, რაც კი ოდესმე მსმენია

ტაკერ კარლსონი და ვლადიმირ პუტინი  
კრემლი

ამერიკელმა ჟურნალისტმა, ტაკერ კარლსონმა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ვლადიმირ პუტინს ინტერვიუ ჩამოართვა, სისულელე უწოდა უკრაინაში მიმდინარე ომის დენაციფიკაციის საბაბით გამართლებას. ამის შესახებ მან ლექს ფრიდმანის პოდკასტში ისაუბრა.

"მგონი, ყველაზე სულელური რამაა, რაც კი ოდესმე გამიგია. არ მესმის რას ნიშნავს. დენაციფიკაცია?... ამის დაძახება ბავშვური მგონია." – თქვა კარლსონმა.

კარლსონმა უარყოფითად შეაფასა "უკვე აღარარსებულ ბოროტ რეჟიმთან გაიგივება" და  აღნიშნა, რომ ნაციზმი გერმანიისგან განუყოფელია და ეს კონკრეტული მოვლენა იყო. მისივე აზრით, ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ნაცისტების არსებობისა და დენაციფიკაციის ნარატივის მართლაც სჯერა.

9 თებერვლის ინტერვიუში პუტინი ირწმუნებოდა, რომ მას უკრაინაში სიტუაციის მოგვარება მოლაპარაკებების გზით სურს. ამასთან დაკავშირებით კარლსონმა ფრიდმანთა საუბრის დროს ირონიულად აღნიშნა: "ნაცისტებთან მოლაპარაკება შესაძლებელია?".

6 თებერვალს ტაკერ კარლსონმა გამოაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ინტერვიუს ჩაწერდა და დაამატა, რომ მან ინტერვიუ სთხოვა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც.

 

კომენტარები