ლოიდ ოსტინი

პროსტატის კიბოს დიაგნოზის დროულად შეუტყობინებლობისთვის ოსტინმა ბოდიში მოიხადა

აშშ-ს თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და სხვა ამერიკელ მაღალჩინოსნებს პროსტატის კიბოს დიაგნოზის შესახებ დროულად არ შეატყობინა.

"სწორად არ მოვქცეულვარ. პრეზიდენტისთვის უნდა მეცნობებინა კიბოს დიაგნოზის შესახებ". - თქვა ოსტინმა. 

"მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას და ბოდიშს ვუხდი ჩემს თანაგუნდელებს და ამერიკელ ხალხს". - თქვა ოსტინმა სამსახურში დაბრუნების შემდეგ გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე.

გასული წლის დეკემბრის ბოლოს ოსტინს პროსტატის კიბოს ოპერაცია ჩაუტარდა. ის პროცედურასთან დაკავშირებული გართულებების გამო ახალ წელს საავადმყოფოში ხელახლა გადაიყვანეს.

თუმცა, თავდაცვის ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა და თეთრმა სახლმა რამდენიმე დღის დაგვიანებით შეიტყვეს ოსტინის ავადმყოფობისა და ჰოსპიტალიზაციის შესახებ. 

კომენტარები