რუსეთი

პუტინმა უცხოეთში სსრკ-სა და რუსეთის იმპერიის საკუთრების მოსაძებნად თანხები გამოყო

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, უცხოეთში მდებარე რუსეთისა და ყოფილი "საბჭოთა კავშირის საკუთრებების" მოძიებისთვის, დარეგისტრირებისთვისა და ლეგალური დაცვის უზრუნველსაყოფად რუსეთი თანხას გამოყოფს. ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული მედია TASS-ი ავრცელებს.

აღნიშნული დოკუმენტით, რომელსაც პუტინი აწერს ხელს, ბიუჯეტიდან თანხა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციული სამმართველოს უცხოური საკუთრებების დეპარტამენტს გადაეცემა.

გამოყოფილი ბიუჯეტის მიზანი "რუსეთის ფედერაციის, ყოფილი რუსეთის იმპერიისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების მოძიებასთან" დაკავშირებული ხარჯების დაფარვა იქნება. ასევე, "საკუთრების უფლებების დარეგისტრირების" და "ამ საკუთრებების ლეგალური დაცვის" პროცესის დაფინანსება.

კომენტარები