7 იანვარს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონზე იერიში მიიტანა. დაბომბვის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი.
ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით იერიშისას დაშავდა 62 წლის კაცი, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაბომბვას შეეწირა ქალი.
რუსეთი ხერსონის დეოკუპირებულ ნაწილს თითქმის ყოველდღე ბომბავს. მტკიცებულებების მიუხედავათ ოფიციალური მოსკოვი მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას უარყოფს.
უკრაინის მიერ კონტროლირებად ხერსონს უპილოტო საფრენი აპარატებით, არტილერიითა და ავიაციით ბომბავენ.