ელექტროენერგიის ტარიფები

საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით მცირდება

საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით მცირდება. სემეკის ცნობით, ცვლილება როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებსაც შეეხებათ.

სემეკის ცნობით, ახალი ტარიფი ძალაში 2024 წლის 1-ლი იანვრიდან შევა და 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

"ელექტროენერგიის ტარიფების შემცირებაზე გავლენა იქონია ჰიდროელექტროსადგურ ენგურჰესის რეაბილიტაციის შედეგად იაფიანი ელექტროენერგიის წილის ზრდამ ელექტროენერგიის შესყიდვის მთლიან კალათაში, მაღალი ჰიდროლოგიის მაჩვენებლებმა და ასევე, 2022-2023 წლების ზამთრის პერიოდში თბოსადგურების საშუალებით გამომუშავებული იაფიანი ელექტროენერგიით იმპორტირებული ენერგიის ჩანაცვლებამ". - წერია სემეკის განცხადებაში.

კომენტარები