დეკანოზი ბასილ ახვლედიანი

დეკანოზი ბასილი: ერთი სული მაქვს, როდის მოვა მეფე, რომ ყველა ღვთისმგმობს თავი საჯაროდ მოაჭრას

დღეს გვაქვს ტელევიზია, დავუშვათ, იგივე რუსთავი 2 თუ სხვა, რომლებიც გამოდიან და ფეხქვეშ თელავენ ჩვენს აზროვნებას, ჩვენს ფასეულობებს. ჩვენ ასევე ვართ ეკლესია და მართლმორწმუნეები, რომლებიც, უბრალოდ, როგორც მოცემულობას ისე აღვიქვამთ და არ გვაქვს სურვილი, მივიდეთ და დავამხოთ და ავაფეთქოთ და დავშალოთ და დავარღვიოთ და აღვუდგეთ წინ თუნდაც სისხლის დაღვრით, აღვუდგეთ წინ ამ ბოროტებას. არა, სახელმწიფო გვეუბნება, რომ ეს არისო 21-ე საუკუნე და ადამიანის უფლებები...

...მე ვაკეთებ ერთ დასკვნას და ერთი სული მაქვს, როდის მოვა მირონცხებული მეფე სათავეში, რომ მოედანზე დაიყენოს ყველა ღვთისმგმობი და მქადაგებელი ადამიანი და საჯაროდ გააფრთხილოს ერთჯერ და მეორეჯერ თავი მოაჭრას მაგას იმ ძველი ხმლით თუნდაც, რომლებიც მუზეუმებში ინახება. საჯაროდ მოაჭრას. არ არის სირცხვილი სიკვდილით დასჯა.

ამბობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი ბასილ ახვლედიანი ქადაგებისას. ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

კომენტარები