უკრაინული დაზვერვა

უკრაინული მედია: დაზვერვამ მოწამლა რუსი პროპაგანდისტი ანტონ კრასოვსკი

ანტონ კრასოვსკი, მარგარიტა სიმონიანი
Befunky

25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ კრემლის პროპაგანდისტი ანტონ კრასოვსკი საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ თავად კრასოვსკის Telegram-ში დაწერა.

ამბავს მოგვიანებით გამოეხმაურა უკრაინული მედია, მათ შორის გამოცემები Kyiv Post და Ukrainskaya Pravda. მედიები სახელმწიფო დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით წერენ, რომ კრასოვსკი უკრაინის სპეცსამსახურებმა მოწამლეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით მძიმეა და არსებობს ეჭვი, რომ ბოლო პოსტი Telegram-ში მას არ ეკუთვნის.

რამდენიმე საათში კრასოვსკის მოწამლვას გამოეხმაურა კრემლის კიდევ ერთი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი:

"კრასოვსკიმ ამ წამს დამირეკა, აზრზე მოდის. და ეს ნამდვილად კრასოვსკია და არა "ვიღაც სხვა", როგორც კიეველები წერენ. ყველაფერი კარგად იქნება, ღვთის წყალობით, როგორც ყოველთვის". 

კრასოვსკი პროსამთავრობო მედია Russia Today-ს რუსულენოვან რედაქციას 2020-2022 წლებში ხელმძღვანელობდა. 2022 წლის ოქტომბერში ის სამსახურიდან დაითხოვა მარგარიტა სიმონიანმა, ვინაიდან კრასოვსკიმ თავისი გადაცემის ეთერში საზოგადოებას უკრაინელი ბავშვების დახრჩობისა და დაწვისკენ მოუწოდა.

უკრაინაში კრასოვსკის დაუსწრებლად 5-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

კომენტარები