იემენელი ჰუსიტები

იემენელი ჰუსიტები აშშ-ს გემებზე თავდასხმით იმუქრებიან

telegraph.co.uk

ჰუსიტების ლიდერის აბდელ მალეკ ალ-ჰუსის თქმით, წითელ ზღვაში კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში, იემენელი ჰუსიტები აშშ- გემებზე თავდასხმებით იმუქრებიან. 18 დეკემბერს აშშ- თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ საერთაშორისო კოალიცია წითელ ზღვაში ერთობლივად იმოქმედებს და დაიწყებს ოპერაციას "კეთილდღეობის მცველი", რათა მოიგერიოს ირანისგან მართული დაჯგუფების, ჰუსიტების თავდასხმები

წითელ ზღვაში ამჟამად უკვე განლაგებულია ამერიკული, ბრიტანული და ფრანგული სამხედრო ხომალდები. წითელ ზღვაში სამხედრო დაძაბულობამ პრობლემატური გახადა მსოფლიოს სავაჭრო გზა. მსოფლიოს ვაჭრობის 10% სწორედ წითელ ზღვაში, ბაბ-ელ-მანდების სრუტესა და სუეცის არხზე გადის. ზოგიერთმა სავაჭრო კომპანიამ უკვე დაიწყო ტვირთების აფრიკის შემოვლით გადატანა, რაც ტვირთის გადაზიდვის ხანგრძლივობას 10 დღით ზრდის.

ჰუსიტების ლიდერის თქმით, ყოველ ამერიკულ თავდასხმას ძალიან ხისტად უპასუხებენ და ამერიკული ხომალდები მათი სამიზნე გახდება.

ალ-ჰუსიმ ასევე თქვა, რომ თუ ამერიკა იემენში ჯარისკაცებს გააგზავნის ისინი უფრო მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდებიან, ვიდრე აღმოჩნდნენ ავღანეთში ან ვიეტნამში.

კომენტარები