რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში 2023 წელს თითქმის 2000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

სოფელ გროზის მაცხოვრებელი სარაკეტო იერიშის ადგილას
Klymenko_MVS

უკრაინაში 2023 წელს თითქმის 2000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ G7-ის შეხვედრაზე ილაპარაკა.

"მიმდინარე წლის 11 თვეში რუსებმა 59 000-ჯერ დაბომბეს დასახლებული პუნქტები უკრაინის 24 რეგიონში. შედეგად დაშავდა 11 000 მოქალაქე, ხოლო 2000 - დაიღუპა. ყველაზე მეტად დაიბომბა ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკის, ხარკოვის, სუმისა და ჩერნიგოვის ოლქები". – ამბობს კლიმენკო.

შს მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უწყებას 2023 წლისთვის 101 000 დოკუმენტებით დადასტურებული ომის დანაშაულის მტკიცებულება აქვს.

ამ დანაშაულებს შორის არის დაბომბვები, ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეებზე და თავისუფლების უკანონო აღკვეთა. 

11 ნოემბერს გაეროს ადამიანის უფლებათა მისიამ უკრაინაში 10 000 მშვიდობიანის, მათ შორის 560 ბავშვის სიკვდილი დაადასტურა.

კომენტარები