კითხვა, რაც მუდმივად რიტორიკულად უნდა დავუსვათ ჩვენ თავს, არის, რატომ შეიძლება ჩვენი ქვეყნის მტერი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის განადგურება უნდა, გენოციდი მოგვიწყო აფხაზეთში და ცხინვალში ეთნიკური წმენდა მოაწყო 2008 წელს, აქებდეს ჩვენი ქვეყნის მთავრობას. გამოვრიცხოთ, რომ საქართველოსკენ გული მოუტრიალდათ. ეს ასე არ არის. ერთადერთი ახსნაა, რომ როგორი მთავრობაც გვყავს, ამ მთავრობის ნაბიჯები აწყობს ჩვენ მტერს და გვასუსტებს ჩვენ. მომავალი მათი აგრესიის წინაშე. რუსეთისთვის კარგია რომ ვსუსტდებით, რომ არანაირ ნაბიჯს ვდგამთ, რომ მისგან დაცულები ვიყოთ, რადგან მას უნდა რომ ხვალ ან ზეგ გაგვანადგუროს. ეს ვლინდება კონკრეტულ ამბებში: პუტინისტური პოლიტიკური შრისა და ეკონომიკური გავლენისა და უსაფრთხოების სფეროში ინფილტრაციის გაზრდა საქართველოში, NATO-ს საკითხზე მინიმალური კი არა, არანაირი აქტიურობა და ნაბიჯის გადადგმაზე უარი და პირიქით, უკრაინის ომის NATO-ს გაფართოებაზე დაბრალება. ეს არის სწორედ, რაც აწყობს რუსეთს, რომ ვერ ვიყოთ მათგან დაცულები და ამას აკეთებს ეს რეჟიმი.
საქართველო-რუსეთი
ბოკერია სიმონიანზე: რუსეთს აწყობს, რომ ვერ ვიყოთ მათგან დაცულები და ამას აკეთებს ეს რეჟიმი
tbl.ge/6mcn
დაკოპირდა

ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია. რუსი პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი გამოეხმაურა ქართული ოცნების მდივნის, მამუკა მდინარაძის სიტყვებს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება საკუთარი თავის მოტყუება იქნებოდა. სიმონიანის თქმით, საქართველო საკვირველად ადეკვატურად იქცევა.
ამავე თემაზე
- 2008 წლის ომით დასავლეთმა სისხლის წყურვილი ვერ დაიკმაყოფილა – მედვედევი
- მედვედევი: NATO ტარანად იყენებდა მარიონეტ საქართველოს, უკრაინას. ახლა მოლდოვას და სომხეთს
- პესკოვის მტკიცებით, ოკუპირებული ცხინვალის ლიდერის შეცვლა რუსეთთან შეერთებას არ უკავშირდება
- "სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხის გადაჭრის დრო მოვიდა" - ამბობს Ъ-ს წყარო კრემლიდან
- Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ




