რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 9 დრონიდან 8 გავანადგურეთ

 Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
 STRINGER / REUTERS

26 ნოემბრის ღამეს უკრაინის საჰაერო ძალებმა ოკუპანტების მიერ გაშვებული 9 დრონიდან 8 გაანადგურეს. ინფორმაცია საჰაერო ძალები Telegram-ში ავრცელებს:

"26 ნოემბრის ღამეს ოკუპანტებმა სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებიდან (პრიმორსკო-ახტარსკი) 9 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით მიიტანეს იერიში.

საჰაერო ძალების მუშაობის შედეგად განადგურებულია 8 მტრის უპილოტო საფრენი აპარატი".

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.

კომენტარები