რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ECONOMIST: ომის დაწყებიდან 70 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

გამოცემა Economist-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთთან ომში უკრაინის შეიარაღებული ძალებმა 190 000 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, აქედან 70 000 სამხედრო პირი დაიღუპა, ხოლო 120 000 – დაიჭრა. 

სტატია უკრაინაში რუსული შეჭრის ფონზე შრომის ბაზრის ცვლილებებს ეძღვნება. რა წყაროს ეყრდნობა გამოცემა რიცხვებზე წერისას უცნობია. 

გარდა ამისა ომის დაწყების პირველივე დღეებში სამუშაო ადგილები დაკარგა 4.8 მილიონმა უკრაინის მოქალაქემ. 2022 წელს უმუშევრობა 30%-ს შეადგენდა, თუმცა 2023 წელს მაჩვენებელმა 18.4%-დე დაიწია. 

"ერთ-ერთი კვლევის თანახმად უმუშევრად დარჩენილების 17%-მა პროფესია შეიცვალა. ასევე ასიათასობით ადამიანი ჯარში წავიდა". – წერია სტატიაში.

მიმდინარე წლის აგვისტოში გამოცემა New York Times წერდა, რომ რუსეთისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთობლივი დანაკლისი 500 000-ს აღემატებოდა. აქედან რუსეთს დაეღუპა 120 000 ჯარისკაცი და დაეჭრა 180 000 სამხედრო, ხოლო უკრაინელების დანაკარგმა 70 000 მოკლული და 130 000 დაჭრილი შეადგინა. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ოლექსეი დანილოვის თქმით ციფრები არ შეესაბამება სიმართლეს.  

კომენტარები