რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: რუსეთმა ხერსონზე იერიში მიიტანა, რეგიონული საბჭოს წევრის სახლში ხანძარი გაჩნდა

11 ნოემბერს, ხერსონის გათავისუფლებიდან ერთი წლის თავზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს ხერსონზე, მათ შორის კერძო სახლზე, რომელიც "ევროპული სოლიდარობის" რეგიონული საბჭოს წევრის, იგორ იოსიპენკოს ეკუთვნის. ინფორმაციას ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ტელეგრამ-არხზე ავრცელებს

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად შენობაში ხანძარი გაჩნდა.

ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იერიშის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.

მოგვიანებით ხერსონის ოლქის პროკურატურამ განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა.

კომენტარები