ყველაზე სექსუალური კაცი

PEOPLE-მა პატრიკ დემპსი ყველაზე სექსუალურ კაცად დაასახელა

პატრიკ დემპსი
Deadline

გამოცემა People-მა მსახიობი პატრიკ დემპსი პლანეტის ყველზე სექსუალურ ცოცხალ კაცად დაასახელა.

"მიხარია, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე მსგავსი რამ ხდება. სასიამოვნოა აღიარების მიღება. რა თქმა უნდა ჩემი ეგო ოდნავ ამაღლებულია, ამასთანავე ამ სტატუსს რამე პოზიტიურის გასაკეთებლად გამოვიყენებ". – ამ სიტყვებით გამოეხმაურა დემპსი ახალ სტატუსს. 

ამერიკელ მსახიობს განსაკუთრებული პოპულარობა სერიალ Grey's Anatomy-ში შესრულებულმა დერეკ შეპარდის როლმა მოუტანა. დემპსი ასევე მოყვარული მრბოლელია.

წლის ყველაზე სექსუალური კაცის წოდება გავლენიანმა გამოცემამ პირველად 1985 წელს მელ გიბსონს მიანიჭა. 2022 წლის რჩეული კაპიტან ამერიკას როლის შემსრულებელი კრის ევანსი გახდა.

კომენტარები