რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იაპონია: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო უკრაინის მიმართ G7-ის მხარდაჭერა არ შესუსტდება

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოკო კამიკავას თქმით, უკრაინის მიმართ დიდი შვიდეულის მხარდაჭერა არ შემცირდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო. იაპონელმა დიპლომატმა ამის შესახებ შვიდი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ ისაუბრა.

"ჩვენი ვალდებულება, რომ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები გავაგრძელოთ და უკრაინის მიმართ მყარი მხარდაჭერა გამოვხატოთ, არ შესუსტდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია უფრო დაიძაბება". – თქვა იოკო კამიკავამ.

დიდი შვუდელის (G7) სახელმწიფოები – დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია და აშშ - ისევე, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი, ტოკიოში 7-8 ნოემბერს შეხვდებიან. მთავარი განსახილველი საკითხი რუსეთ-უკრაინის ომი და ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა იქნება.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ტოკიოს შეხვედრის დროს იგეგმება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას ვირტუალურად ჩართვა.

კომენტარები