რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: გავანადგურეთ 18 დრონი და 1 რაკეტა

Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები

1 ნოემბრის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 18 დრონი და 1 რაკეტა გაანადგურეს.

X-59 ტიპის რაკეტა და დრონების ნაწილი რუსებმა კურსკიდან გამოუშვეს. დანარჩენი დრონები კი რუსეთის სამხრეთ-დასავლეთიდან, პრიმორსკო-ახტარსკის ოლქიდან გამოფრინდნენ.

სულ რუსეთმა გასულ ღამეს უკრაინის მიმართულებით 20 შაჰედის ტიპის დრონი გაუშვა. საჰაერო განგაში გამოცხადა 10 ოლქში.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას დრონებითა და სხვადასხვა ტიპის რაკეტებით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები