რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში რუსეთის მხარეს ბრძოლისთვის უზბეკეთის მოქალაქეს პატიმრობა მიესაჯა

Alexander Ermochenko/Reuters

უზბეკეთის სასამართლომ 38 წლის კაცს 2014-15 წლებში უკრაინაში, დონეცკის რეგიონში რუსეთის მხარეს ბრძოლისთვის 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ილდარ ხაირულინის ნათესავებმა რადიო თავისუფლებასთან ისაუბრეს. 

მათი თქმით, სასამართლომ ილდარ ხაირულინს დაქირავებულ ჯარისკაცად მუშაობაში სცნო დამნაშავედ. 

ხაირულინის ოჯახი უარყოფს, რომ ის უკრაინაში იმყოფებოდა და ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციის, Myrotvorets-ის "ყალბ ინფორმაციას" ეყრდნობა. აღნიშნული ორგანიზაციის მიზანი სახელმწიფოების ინფორმირებაა მათი მოქალაქეების უკრაინაში ოკუპანტების მხარეს ბრძოლის შესახებ.

ხაირულინი უზბეკეთის პირველი მოქალაქეა, რომელიც აღნიშნული ბრალდებით გაასამართლეს და პატიმრობა მიუსაჯეს. 

 

კომენტარები