რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ორბანით და მისი ყველა უნგრელი თანამოაზრით იმედგაცრუებული ვარ - ჩეხეთის პარლამენტის სპიკერი

ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის სპიკერი, მარკეტა პეკაროვა ადამოვა
Радіо Свобода

ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერი, მარკეტა პეკაროვა ადამოვა უკრაინის საზღვრების შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ მისით იმედგაცრუებული არის.

"დარწმუნებული ვარ, რომ მარტო დგას ამ პოზიციაზე, ამის მტკიცებაში და ძალიან იმედგაცრუებული ვარ არა მხოლოდ ვიქტორ ორბანით, არამედ ყველა უნგრელით, რომელიც მის აზრებს მიჰყვება". - თქვა მან.

მანამდე, ორბანმა უნგრული ეროვნული რადიოს ეთერში თქვა, რომ უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში ომის მიმდინარეობისას არარეალისტურია, რადგან მისი საზღვრები გაურკვეველია.

"დაუჯერებელია, რომ უნგრელები, რომლებსაც ამდენად შემზარავი გამოცდილება აქვთ საბჭოთა კავშირთან თავიანთ ისტორიაში, ახლა ასეთ სენტიმენტებს უჭერენ მხარს". - თქვა მარკეტა პეკაროვა ადამოვამ.

სპიკერმა განმარტა, რომ NATO-სა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობის მიუხედავად, ორბანის ეს პოზიცია მისთვის სრულად მიუღებელია.

"რაღა თქმა უნდა, ეს საკითხი ყველას გვეხება და EU-სა და NATO-ს ქვეყნების საერთო პოზიციაზე ვმუშაობთ და უნგრეთი კვლავ ჩვენს მხარესაა როცა საქმე სანქციებს ეხება და ა.შ. თუმცა, ნამდვილად არ ვეთანხმები ორბანის პოზიციას". - თქვა მან.

კომენტარები