რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა კრივი–რიჰი დაბომბა, დაღუპულია 1 ადამიანი

2023 წლის 13 ივნისს, უკრაინა, დნეპროპეტროვსკის ოლქში, კრივი რიჰში, დნეპროპეტროვსკის ოლქში, რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად მძიმედ დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსი.
France 24

20 ოქტომბერს, საღამოს საათებში რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰის მიმართულებით სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.  ამის შესახებ ინფორმაცია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა გაავრცელა.  

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, სერგიი ლისაკის თქმით, თავდასხმის შედეგად დაღუპულია 60 წლის მამაკაცი, ხოლო 57 წლის ქალს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები აღენიშნება. 

გარდა ამისა, ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ამბობს, რომ სარაკეტო იერიშის შემდეგ ხანძარი გაჩნდა, რომელზეც სამაშველო სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინა.

კომენტარები