ოლექსი დანილოვი

დანილოვი: მესამე მსოფლიო ომი 2008 წელს რუსეთის საქართველოზე თავდასხმით დაიწყო

ალექსეი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი ამბობს, რომ მესამე მსოფლიო ომი 2008 წელს რუსეთის საქართველოზე თავდასხმით დაიწყო. 

"მესამე მსოფლიო ომი დაიწყო 2008 წელს, როცა რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა საქართველოს და მისი ტერიტორიის ნაწილი დაიკავა. მერე იყო 2014 წლის თებერვალი. უბრალოდ, ეს [ომი] იყო "გაციებულ" მდგომარეობაში და ახლა ის აქტიურ ფაზაში შევიდა. ცხელ ფაზაში გადავიდა 2024 წლის 24 თებერვალს და რაც ახლა ხდება ისრაელის ტერიტორიაზე და სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე, უკვე ამის შედეგია.

უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის ბოლო ომი, რომელსაც უახლოეს მომავალში დავაკვირდებით. სამყარო დიდ მოძრაობაში მოვიდა... და ახლა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწრაფად იქნება შესაძლებელი ამ საკითხისთვის ბოლო მოღება, რათა ღმერთმა არ ქნას, რომ მთელ მსოფლიოში გავრცელდეს". - პასუხობს ოლექსი დანილოვი შეკითხვაზე - დაიწყო თუ არა მესამე მსოფლიო ომი ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმით.

მისივე თქმით, უკრაინაში ომის მიმდინარეობის პარალელურად, თუ საქართველო და მოლდოვა დაიწყებენ რუსეთის ფედერაციისგან თავიანთი ტერიტორიების გათავისუფლებას, მაშინ ეს პროცესი გაცილებით სწრაფად მოხდება.

"ეს არის მათი მთავრობების გადაწყვეტილება, ეს არის ამ ქვეყნების გადაწყვეტილება, მათ მიაჩნიათ, რომ ჩვენი დახმარებით, ანუ როდესაც ჩვენ დავამარცხებთ რუსებს, ისინი ძალიან სწრაფად გაათავისუფლებენ თავიანთ ტერიტორიებს". - ამბობს დანილოვი.

კომენტარები