კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ნავის გადაბრუნებას, სულ მცირე, 40 ადამიანი ემსხვერპლა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მდინარე კონგოში ნავის გადაბრუნებას, სულ მცირე, 40 ადამიანი ემსხვერპლა, 167-ს კი ამ დრომდე ეძებენ.

ადგილობრივი სამაშველო სამსახურის ცნობით, ნავზე 300-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 189 კი გადარჩენილია.

გზების ნაკლებობის გამო, ნავებით გადაადგილება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიღებული პრაქტიკაა. გადატვირთულობის გამო კი ხშირია უბედური შემთხვევებიც.

ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, უბედური შემთხვევების სიხშირის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ადამიანები ხშირ შემთხვევაში არ იყენებენ სამაშველო ჟილეტებს, ასევე, ხშირია ნავით ღამე გადაადგილების შემთხვევებიც, რაც უსაფრთხოების რეგულაციების დარღვევაა.

ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერის, მოისე კატუმბის თქმით, ეს ტრაგედია ხელისუფლების პოლიტიკის პირდაპირი შედეგია, რომელიც "დაძველებული და გადატვირთული ნავებით ღამის საათებში გადაადგილებას უმოქმედობით ხელს უწყობს".

კომენტარები