რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ რუსების მიერ ჩადენილი 100 000-მდე ომის დანაშაული გამოავლინა

Marcus Yam/Los Angeles Times via Getty Images

უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი დაახლოებით 100 000 ომის დანაშაული გამოავლინა. ეროვნული პოლიციის მტკიცებით, დანაშაულების ამ სამხილებს და შესაბამის დოკუმენტებს უკრაინა გამოიყენებს ყველა დამნაშავისთვის საერთაშორისო სასამართლოებში საქმის წარმოებისთვის. 

ინფორმაციას უკრაინაში გამოვლენილი ომის დანაშაულებების შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი, ივან ვიჰივსკი ავრცელებს. ვიჰივკიმ ამ თემაზე Interfax Ukraine-სთან ინტერვიუში ისაუბრა. 

უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის, ივან ვიჰივსკის მტკიცებით, უკრაინის ძალების მეირ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე გამოვლენილი ომის დანაშაულებები დოკუმენტირებული, აღწერილი და უსაფრთხოების სამსახურთან გადაგზავნილია. 

კომენტარები