რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდი ბრიტანეთი რუსეთს შავი ზღვის საექსპორტო დერეფნის დანაღმვაში ადანაშაულებს

Igor Tkachenko/EPA

დიდი ბრიტანეთი რუსეთს შავი ზღვაში მარცვლეულის საექსპორტო ხომალდებისთვის განკუთვნილი დერეფნის დანაღმვაში ადანაშაულებს. ბრიტანეთი რუსეთის ამ ქმედებას სამოქალაქო ტანკერების საბოტაჟს უწოდებს. 

დიდი ბრიტანეთი აღნიშნულ ბრალდებას ბრიტანული დაზვერვის მიერ მოპოვებულ საიდუმლო ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ბრიტანული დაზვერვის სამსახურის ცნობით, რუსეთს არ სურს პირდაპირი იერიში მიიტანოს სამოქალაქო, კომერციულ ხომალდებზე, თუმცა ისინი ცდილობენ ირიბი გზებით უკრაინის საექსპროტო დერეფანზე თავდასხმას. 

ბრიტანეთის საგარეო ურთიერთობათა ოფისი ამბობს, რომ შესაძლოა კლასიფიცირებული ინფორმაცია რუსეთის მიერ საექსპორტო დერეფნის დანაღმვის შესახებ გამოაქვეყნონ. 

უკრაინამ საექპორტო დერეფანი ივლისში გახსნა და 10-მდე კომერციულმა გემმა უკრაინის მთავარი პორტები უკვე დატოვა. ალტერნატიული სავაჭრო დერეფანი უკრაინამ თურქეთის, რუმინეთის და ბულგარეთის ტერიტორიულ წყლებზე გავლით შექმნა. 

კომენტარები