რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა "ტერაქტების მოწყობის გამო" უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას ბრალი წარუდგინა

უკრაინელი სამხედროები კიევთან ახლოს, 5 მარტი, 2022
AP Photo/Emilio Morenatti

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა რუსეთში "ტერაქტების მოწყობის გამო" უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას ბრალი წარუდგინა

რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" პუნქტებით ბრალი წარუდგინეს:

  • უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსს, კირილო ბუდანოვს;
  • უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაურს, ნიკოლაი ოლეშჩუკს;
  • უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების მეთაურს, ოლექსეი ნეიჟპაპას;
  • უკრაინის საჰაერო ძალების დისტანციურად მართვადი თვითმფრინავების 383-ე ცალკეული პოლკის მეთაურს, სერგეი ბურდენიუკს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, რუსეთის რეგიონებზე 2022 წლის აპრილიდან 2023 წლის სექტემბრამდე უკრაინის მხრიდან განხორციელებული ტერაქტების შესახებ. მათივე თქმით, უკრაინამ 100-ზე მეტი საჰაერო იერიში მიიტანა მოსკოვზე, ყირიმზე, სევასტოპოლზე, როსტოვზე, ბელგოროდზე, ბრიანსკსა და რუსეთის ფედერაციის რიგი სხვა რეგიონებზე. 

საგამოძიებო კომიტეტი ასევე ირწმუნება, რომ ბრალდებულებმა "დანაშაულის ჩადენაში მათ დაქვემდებარებული სამხედრო პირებიც ჩართეს".

გარდა ამისა, უახლოეს მომავალში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი უკრაინელი სამხედრო ლიდერების ძებნაში აყვანას და აღკვეთის ღონისძიების დაუსწრებლად შეფარდებას დაკავების სახით გეგმავს. 

ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ფედერაცია ავრცელებს ცნობებს უკრაინის მხრიდან საჰაერო იერიშების მიტანის შესახებ, განსაკუთრებით კი სასაზღვრო რეგიონებში. 

კომენტარები