რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის $300 მილიონის გამოყოფას

AP

28 სექტემბერს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა $300 მილიონის გამოყოფას უკრაინის მხარდასაჭერად. კენჭისყრის შედეგად, კიევის დახმარების კანონპროექტი $826 მილიონის ოდენობის თავდაცვის კანონპროექტისგან დამოუკიდებლად მიიღეს

მიუხედავად იმისა, რომ ორივე, თავდაცვის კანონპროექტიც და უკრაინის დახმარების პაკეტიც დამტკიცდა, დემოკრატები შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინის დახმარების ცალკე კანონპროექტად გამოყოფას პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენებს და წარმოაჩენს, როგორც აშშ-ს მიერ უკრაინის მიტოვებას. 

"რუსებს კარგად ეხერხებათ პროპაგანდა. [...] ისე წარმოაჩენენ, თითქოს, ამერიკა უარს ამბობს უკრაინის მიმართ თავის ვალდებულებებზე". - თქვა წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრმა, დემოკრატმა, ადამ სმიტმა.

კომენტარები