ტაშკენტი

ტაშკენტში, საწყობში აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 163 დაშავდა

Эхо Кавказа

28 სექტემბრის დილით ტაშკენტში, საბაჟო საწყობში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 163 დაშავდა.

უზბეკეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აფეთქების ოფიციალურ მიზეზად მეხის ჩამოვარდნას ასახელებს. 

გარდა ამისა, აფეთქება ადგილობრივი დროით დილის სამ საათზე მოხდა, ხოლო ხანძარმა სამი ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია მოიცვა. ცეცხლის ჩასაქრობად სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

უზბეკეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ერთი მოზარდი დაიღუპა,  ხოლო 163 დაშავებულიდან 24 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აფეთქების შედეგად ახლომდებარე სახლებში ჩაიმსხვრა მინები და შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ამასთან, დაზიანდა ერთ-ერთი სკოლის შენობა. უზბეკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აფეთქების გამო დაზიანდა სხვადასხვა საწარმოს შენობებიც.  

კომენტარები