რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ოდესა დაბომბა, განადგურებულია პორტის ინფრასტრუქტურა და სასტუმრო "ოდესა"

სასტუმრო "ოდესა" დაბომბვამდე და დაბომბვის შემდეგ
Unian

25 სექტემბრის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ოდესა დაბომბეს. განადგურებულია საპორტო ინფრასტრუქტურა და სასტუმრო "ოდესა".

ოკუპანტებმა დაბომბვისას 19 შაჰედის დრონი, 2 ზებგერითი რაკეტა ონიქსი და 12 ფრთოსანი რაკეტა კალიბრი გამოიყენეს. დაბომბვა გემებიდან და წყალქვეშა ნავიდან მიმდინარეობდა.

"ჰაერის თავდაცვის სისტემების მეშვეობით 19 შაჰედი და 11 კალიბრი ჩამოვაგდეთ. ონიქსები მარცვლეულის საცავს მოხვდა. შეტევის შედეგად განადგურებულია პორტის ვაგზალი და სასტუმრო ოდესა. ახლოს მდებარე საცხოვრებელ სახლებში აფეთქების ტალღამ ჩაამსხვრია შუშები. საბედნიეროდ დაშავებულები არ არიან". – წერია ოდესის ადმინისტრაციის განცხადებაში".

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ღამის დაბომბვის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი.

ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთი ყოველდღიურად ბომბავს უკრაინის ტერიტორიას. განსაკუთრებული სისასტიკით იბომბება დეოკუპირებული რეგიონები.

კომენტარები