ღარიბაშვილის გამოსვლა გაეროში

ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია არის ნებისმიერ ფასად ომის აცილება [განახლებულია]

ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო - ჩვენი მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია არის ნებისმიერ ფასად ომის აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო წარმოქმნილი გამოწვევების მიუხედავად, მოვახერხეთ ჩვენი ხალხის უსაფრთხოდ ყოფნა უკრაინისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერისას წინდახედული პოლიტიკითა და მჭიდრო კოორდინაციით პარტნიორებთან.

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას.

განახლება: როგორც ტაბულას საქართველოს მთავრობიდან მოსწერეს, "თარგმანი დაკორექტირდა" შემდეგნაირად: "ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო - ჩვენი მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია არის ომის აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა". ღარიბაშვილს გაეროს გამოსვლაში არ უთქვამს "ნებისმიერ ფასად".

კომენტარები