მთიანი ყარაბაღის კრიზისი

აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსული ჰუმანიტარული დახმარების მანქანა შეუშვა

Gavriil Grigorov/TASS/dpa/picture alliance

მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხური მოსახლეობის ცნობით, აზერბაიჯანმა დაუშვა ჰუმანიტარული დახმარების მანქანების შეშვება ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე. აზერბაიჯანულ ძალებს მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელი გზა ბლოკირებული აქვს.

გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის ძალებმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე მხოლოდ რუსული ჰუმანიტარული დახმარების მანქანა შეუშვეს. აზერბაიჯანული მხარის ცნობით, სტეფანაკერტში რუსული სატვირთო მანქანა შევიდა, რომელიც თბილი საბნებით და საკვების პაკეტებით იყო დატვირთული.

ბოლო თვეების მანძილზე მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე საკვების გზების ბლოკირების გამო მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაა. აზერბაიჯანმა დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის ბლოკადა 2022 წლის დეკემბერში დაიწყო. 2023 წლის ზაფხულში მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობა შიმშილის პირას აღმოჩნდა.

კომენტარები