რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ანექსირებულ ყირიმში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე იერიში მივიტანეთ – უკრაინის დაზვერვა

REUTERS

უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს (GUR) ინფორმაციით, ანექსირებულ ყირიმში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანეს. ამასთან ერთად, Reuters-ის ცნობით, მოსახლეობა მსხვერპლის, აფეთქებებისა და გზის ჩაკეტვის შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას. 

25 აგვისტოს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოორდინირებული თავდასხმა იყო, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ოკუპირებულ ყირიმზე უკრაინელების 42 დრონი, რუსეთის კალუჟის ოლქში კი С-200-ის რაკეტა ჩამოაგდეს.

უკრაინის დაზვერვის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ იერიში მიიტანეს რუსულ სამხედრო ბაზაზე, რომელიც ქალაქ პერევალნოიეში, უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაახლოებით 200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

"ვადასტურებთ, რომ იერიში მივიტანეთ". - თქვა GUR-ის სპიკერმა ანდრეი იუსოვმა.

კომენტარები