ამინდის პროგნოზი

გარემოს სააგენტო: საქართველოს ტერიტორია კვლავ რჩება თბური ტალღის ზემოქმედების ქვეშ

INFO POSTALIONI

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გასულ კვირასთან შედარებით მიმდინარე კვირის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს, თუმცა, მათივე განცხადებით, საქართველოს ტერიტორია კვლავ რჩება თბური ტალღის ზემოქმედების ქვეშ.

"ცალკეულ დღეებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 34-36, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი 35-37 გრადუსს მიაღწიოს. ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 31-36, მაღალმთაში კი 26-31 გრადუსამდე მოიმატებს". - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურები ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელშემწყობ პირობებს წარმოადგენს.

კომენტარები