რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შავი ზღვა NATO-ს სტრატეგიული კონცეფციის პრიორიტეტული ნაწილია – ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი

ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი თოდორ ტაგარევი
BGNES

ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის თოდორ ტაგარევის თქმით, შავი ზღვა NATO-ს სტრატეგიული კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილია

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ბოლო წლებში შავი ზღვის აუზი ევროპაში 78 წლის მანძილზე პირველი ფართომასშტაბიანი ომის მომსწრე გახდა.

"ცვალებადი მოცემულობიდან გამომდინარე, NATO-მ თავის სტრატეგიულ კონცეფციაში შავი ზღვის დაცვა პრიორიტეტად აქცია. შავ ზღვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ასევე რეგიონში ყველა მოკავშირის ეკონომიკისთვის, ტრანსპორტისა და გარემოსთვის". - აღნიშნავს თავდაცვის მინისტრი. 

მან ასევე დასძინა, რომ ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად აძლიერებს ბულგარეთის საზღვაო ძალების როლსა და პასუხისმგებლობას, ასევე დიდი ინვესტიციების საჭიროებას დაჩქარებული მოდერნიზაციისა და NATO0ს სხვა წევრი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან მჭიდრო ინტეგრაციისა და თანამშრომლობისთვის.

აპრილში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თქვა, რომ ბლატიის ზღვის მსგავსად, შავი ზღვაც NATO-ს ზღვად უნდა იქცეს.

კომენტარები