მთამსვლელობა

5 წლის სერენ პრაისი სამხრეთ აფრიკის უმაღლესი მწვერვალის დასაპყრობად ემზადება

სერენა პრაისი
PA MEDIA

ხუთი წლის ბავშვი, სერენ პრაისი ჩრდილოეთ აფრიკის უმაღლესი წერტილის დაიპყრობას ისახავს მიზნად.

სერენი მამასთან, გლინ პრაისთან, ერთად მაროკოში მდებარე ტუბკალის მთაზე ასვლას გეგმავს, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 4 167 მეტრია.

2022 წელს სერენ პრაისი ყველაზე ახალგაზრდა მთამსვლელი გახდა, რომელმაც შეძლო, დიდი ბრიტანეთის სამი მწვერვალის გამოწვევა 48 საათში დაესრულებინა. გამოწვევაში შოტლანდიის, ინგლისისა და უელსის სამ უმაღლეს წერტილამდე ასვლა მოიაზრება. 

პრაისის ოჯახის გადაწყვეტილებით, მათი მთამსვლელობითი საქმიანობა სპეციალური მიზნისთვის სახსრების მოზიდვის შესაძლებლობად არის გამოყენებული. სერენ პრაისის მიერ ტუბკალის მთაზე ასვლაც მორიგი საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში იგეგმება.

"ჩვენ ვიფიქრეთ, რომ სერენისთვის ეს კარგი გამოცდილება იქნებოდა, ასევე, კარგი შანსი მის მიერ არჩეული საქველმოქმედო ფონდისათვის თანხების შესაგროვებლად". - ამბობს სერენის მამა.

კომენტარები