საფოსტო გზავნილები

დიდი ბრიტანეთში მომხმარებლების ნაწილი საფოსტო გზავნილებს საჰაერო დრონით მიიღებს

დიდი ბრიტანეთი დრონით საფოსტო მიწოდების პირველ მუდმივ სერვისს იწყებს. დრონებით ამანათების მიწოდების სერვისით სარგებლობას შოტლანდიის სანაპიროზე მდებარე გრემჰეისა და ჰოის კუნძულების მაცხოვრებლები შეძლებენ. საფოსტო მომსახურებას კომპანია Royal Mail უზრუნველყოფს.

Speedbird Aero DLV-2 მოდელის დრონებს 6 კგ-მდე ტვირთის გადატანა შეუძლია.

იმედოვნებენ, რომ სერვისი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საფოსტო მომსახურების ხარისხსა და შეამცირებს მიწოდების დროს კუნძულებზე, რამდენადაც ამ ტერიტორიის რთული გეოგრაფიული და კლიმატური პირობები ხშირად აფერხებს და საფრთხეს უქმნის კურიერებს. 

კრის პაქსტონმა, Royal Mail-ის დრონების ცდების პროგრამის ხელმძღვანელმა, თქვა, რომ სრულად ელექტრო უპილოტო თვითმფრინავი ასევე ემსახურება კომპანიის ინტერესებს, შეამცირონ ნახშირბადის ემისია.

სერვისი თავდაპირველად სამი თვის განმავლობაში იმუშავებს, თუმცა მოლოდინების გამართლების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ პრაქტიკა დაინერგოს და უვადოდ გაგრძელდეს.

მსოფლიოში პირველი ოპერაციული დრონით მიწოდების სერვისი რეიკიავიკში 2017 წელს ამოქმედდა, სადაც ისლანდიის დედაქალაქში მაცხოვრებლებს შეეძლოთ მიეღოთ საკვები და სხვა პროდუქტი ავტომატური მფრინავი მანქანის საშუალებით. 

2022 წელს, სააფთიაქო საცალო სავაჭრო კომპანია Boots გახდა პირველი აფთიაქი დიდ ბრიტანეთში, რომელიც მედიკამენტებს უპილოტო თვითმფრინავით აწვდის რამოდენიმე კუნძულზე მცხოვრებ მომხმარებლებს.

კომენტარები